რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პელოსი: პუტინი ლაჩარია, ის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვის – ზელენსკი კი გმირია

დიდი ხანია ვუჭერ მხარს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას. თუ რუსეთი არ არის ტერორიზმის სპონსორთა სიაში, მაშინ დახიეთ ეს სია. აქ გყავთ ბირთვული ქვეყნის ლიდერი, რომელიც იჭრება სხვა სახელმწიფოში და იმუქრება ბირთვული ტაქტიკის გამოყენებით. გყავთ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცები წააქეზა ძალადობისკენ, ბავშვების გაუპატიურებისკენ – პატარა გოგოების, 11 წლის გოგო გააუპატიურეს არაერთხელ, ბავშვებს დედების თვალწინ აუპატიურებენ. ბავშვების წაყვანა და გატაცება, მათი გაგზავნა. სულ ბავშვების შესახებ ვსაუბრობ. ეს იყო ჩემი მიზეზი, სწორედ ამიტომაც ვარ კონგრესში – ბავშვების გამო. 

ეს ძალადობრივი ქმედებები ცივილიზებული ადამიანის ქცევის მიღმაა, პუტინი კი, როგორც ლაჩარი, მათ მიღმაა. ზელენსკი გმირია. პუტინი ლაჩარია. ომში ბრძოლის ნაცვლად, ის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვის. ის ებრძვის ბავშვებს, ის ამას ომის იარაღად იყენებს.

თქვა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ MSNBC-სთან ინტერვიუში.

კომენტარები