რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი სკოლის დაბომბვაზე: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინის რეჟიმი პასუხისგებაში მიეცეს

შეძრწუნებული ვარ რუსეთის ბოლო თავდასხმით ლუგანსკის სკოლაზე, რასაც თავშესაფარში მყოფი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა მოჰყვა. მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ მიზანში ამოღება ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინის რეჟიმი პასუხისგებაში მიეცეს.

წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი Twitter-ზე. ლუგანსკში რუსეთის ძალების მიერ სკოლის დაბომბვას, რომელსაც თავს 90-მდე ადამიანი აფარებდა, 60 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები