რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: დონბასზე ოკუპანტების შეტევებმა, შესაძლოა, ეს ადგილი დაუსახლებელი გახადოს

დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევებმა, შესაძლოა, ეს რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. მათ სურთ, რომ მარიუპოლისა და ვოლნოვახას მსგავსად ფერფლად აქციონ პოპასნაია, ლიმანი, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი. იმ ქალაქებში, რომლებიც რუსეთის საზღვართან არის ახლოს, მათ შორის, დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტები აგროვებენ ყველას, ვინც შეუძლიათ, რათა შეავსონ დაღუპულებისა და დაჭრილების ადგილი საკუთარ კონტიგენტში.  

ეს ყველაფერი, მათ შორის, ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მოქალაქეების მასობრივი ხოცვა არის აშკარა გენოციდის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები