სროლა აიოვაში

აიოვას შტატში შეიარაღებულმა პირმა ეკლესიასთან 2 ადამიანი მოკლა

აშშ-ში, აიოვას შტატში შეიარაღებულმა მამაკაცმა ეკლესიის პარკინგზე ცეცხლი გახსნა და 2 ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მისულ პოლიციას ადგილზე 3 გარდაცვლილი დახვდა.

25 მაისს ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 14 ბავშვი და 1 მასწავლებელი დაიღუპა

ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, თავდამსხმელი 18 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო. სკოლა მდებარეობს ქალაქ უვალდეში, რომელიც ამერიკის სიდიდით მეშვიდე ქალაქიდან, სან ანტონიოდან დაახლოებით 133 კილომეტრითაა დაშორებული.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებთან შეტაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა. სროლის დროს ორი ოფიცერიც დაშავდა. 

ტეხასის ტრაგედიის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს ავტომატური შაშხანების აკრძალვისკენ, პერსონალური შემოწმების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

კომენტარები