საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ კობთან სათადარიგო გვირაბის მშენებლობისას ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა.
"სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა". - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ცნობით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებაა დაწყებული.