საქართველოს მთავრობა

სუბარი: დსთ-ში შევიდეთ თუ ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ, კანდიდატობა რომ მოგვცენ?

თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც. მაშინ მართლა შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა - რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან თუ მოლდოვას მსგავსად ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ?

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი POLITICO-ს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროკომისრები მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას, "თუმცა ისინი ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოზე, რომელმაც ბოლო წლებში განიცადა ფართო პოლიტიკური არეულობა და შესამჩნევი დემოკრატიული უკუსვლა".

კომენტარები