Squid Game

SQUID GAME-ის მიხედვით NETFLIX-ზე რეალითი შოუ გამოვა

Deadline

სტრიმინგის სერვისი Netflix ახალ რეალითი შოუზე მუშაობას იწყებს, რომელიც სერიალ Squid Game-ს დაეფუძნება.

სამხრეთკორეული სენსაციური სერიალის მსგავსად, რეალითი შოუშიც ფულადი ჯილდოსთვის 456 ადამიანი იბრძოლებს. საპრიზო ფონდი 4.56 მილიონ დოლარს შეადგენს. ახალ შოუში სერიალში ნაჩვენები შეჯიბრებები იქნება. რეალითი შოუს 10 ეპიზოდი იქნება, გადაღებები კი დიდ ბრიტანეთშია დაგეგმილი.

Squid Game გამოსვლიდან ცოტა ხანში ნამდვილი სენსაცია გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ. სერიალი ძალიან მალე საერთაშორისო სენსაცია და Netflix-ის ყველაზე ნახვადი სერიალი გახდა. Squid Game-ის პატივსაცემად მსოფლიოს მრავალ ქალაქში თემატური მაღაზიები გაიხსნა.

სერიალის ახალი სეზონი Netflix-ზე 2024 წელს გამოვა.

კომენტარები