Squid Game

SQUID GAME-ის მეორე სეზონი 2024 წლის ბოლომდე გამოვა

კადრი მეორე სეზონიდან
Hollywood Reporter

სტრიმინგის სერვისი Netflix კალმარის თამაშის მეორე სეზონს 2024 წლის ბოლომდე გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას პლატფორმის ხელმძღვანელი ტედ სარანდოსი ავრცელებს.

ამ ეტაპზე უცნობია პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის ახალი სეზონის გამოსვლის ზუსტი თვე და რიცხვი.

Squid Game 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ. 

კომენტარები