ფულადი გზავნილები

მაისში რუსეთიდან $314 მლნ შემოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 889%-ით მეტია

2022 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 505.7 მლნ აშშ დოლარი (1502.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 169.4%-ით (318.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.1% იმ 23 ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1% მოდიოდა.

საქართველოში მაისში შემოსული ფულადი გზავნილების 62.07% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 313.9 მილიონი დოლარი. ეს 888.78%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. მეორე ადგილზე იტალიაა (36.8 მლნ დოლარი, მთლიანი მოცულობის 7.28%), მესამეზე - აშშ (27.78მლნ დოლარი, მთლიანი მოცულობის 5.49%). მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი, ყაზახეთი (20.81 მლნ დოლარი, მთლიანი მოცულობის 4.11%) და საბერძნეთი (20.33 მლნ დოლარი, მთლიანი მოცულობის 4.02%) იკავებენ.

კომენტარები