ისრაელი

აშშ-სა და მოკავშირეებთან ერთად ისრაელმა საჰაერო თავდაცვის ერთობლივი პროგრამა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, აშშ-ს ჩართულობით, ისრაელმა რეგიონალურ მოკავშირეებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის საჰაერო თავდაცვის პროგრამის გეგმის ამუშავება დაიწყო. 

პროგრამა ახლო აღმოსავლეთში ირანის მზარდი საფრთხის ფონზე იქმნება.

"ბოლო წელი, პენტაგონსა და ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩემს კოლეგებთან ერთად, ვუძღვებოდი ფართო პროგრამას, რათა გაძლიერებულიყო კოოპერაცია ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებს შორის, ამერიკისა და CENTCOM-ის მეთაურობით. ვიმედოვნებ, ეს შემდეგ ეტაპზე გადავა ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტი ბაიდენის მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ. ამ ხედვის ნაწილია ის, რასაც ვეძახი MEAD-ს, ახლო აღოსავლეთის საჰაერო თავდაცვას, რასაც ვქმნით მაშინ, როცა ირანი რეგიონის ქვეყნებზე რაკეტებით, ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ცდილობს". – თქვა ბენი განცმა. 

ბენი განცის თქმით, ეს პროგრამა უკვე ამოქმედებულია.

"გეგმა უკვე ამოქმედებულია და უკვე შეაჩერა ირანის მცდელობები, გამოეწვია ისრაელი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები". – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები