რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესი შეაჩერა

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ცნობით, საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა

რუსეთის მოქალაქეები 27 ივნისიდან საბერძნეთის ვიზაზე განაცხადის შეტანას ვეღარ შეძლებენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეაჩერა. მათ შორის, ბულგარეთმა და ესპანეთმა.

აქამდე, საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებზე "ოქროს ვიზების" გაცემა შეაჩერა, რომელიც საინვესტიციო მიზნებისთვის ბინადრობის ნებართვას გულისხმობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები