მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს. ახლა სირცხვილიას ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ და იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, რადგან ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხელისუფლებამ ყველა სათანადო ნაბიჯი გადადგა და ასევე გადადგამს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიყვანოთ შედეგამდე.
tbl.ge/624d
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.
ამავე თემაზე
- მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია