ჩემთვის მოულოდნელად მოვიდა და მთხოვა, რომ მეგობრულად რაღაცის თქმა სურდა და იქნებ, გვერდით ეთქვა. როცა ვუსმენდი, ის მომიახლოვდა და ყურში, ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი, არ გავიმეორებ, ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია. მყისიერად გაეცალა იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით და პრაქტიკულად ეს იყო წარმოუდგენელი რამ. ვერც გავაცნობიერე - რასთან მქონდა საქმე. მან უბინძურესო პროვოკაცია მოაწყო, ლოგიკურია, რომ მქონდა ინტერესი და სურვილი, მისთვის მეკითხა თუ როგორ გაბედა ეს აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე და როგორ გაბედა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არც იცნობს. პერსონალურად მე არავითარი შეხება მასთან არ მქონია არასდროს.
რამდენიმე წუთში მასთან მივედი და ვკითხე - რატომ იკადრა ეს, რა დროსაც გააგრძელა კიდევ შესაბამისი საუბარი, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, ადეკვატური პასუხი, თუმცა, არა ისეთი ბინძური საუბარი, რაც მან განახორციელა. ამ დროს მოხდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.