რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის ემზადება

Reuters

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მაირმას თქმით, მთავრობა რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის ემზადება

"ვფიქრობ, რომ რუსული გაზის მოხმარების სრული შეწყვეტა შესაძლებელია. უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის". - თქვა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბიზნესისა და ეკონომიკის კონფერენციაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრანგეთის ბუნებრივი აირის მოხმარების მხოლოდ 17%-ია რუსული, ის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით რუსულ გაზზე ნაკლებად დამოკიდებულია. 

ლე მაირის თქმით, პირველი ნაბიჯი ოჯახებისა და ბიზნესებისთვის ენერგიის მოხმარების შემცირებაა, შემდეგ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რათა თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვა გამარტივდეს. ლე მაირმა აღნიშნა, რომ მთავრობა, ასევე, ეძებს იმ კომპანიებს, რომლებსაც შესაძლოა ენერგიის მოხმარების შემცირება აიძულოს. 

გასულ თვეს, ისტორიაში პირველად, ევროკავშირში აშშ-დან იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) საერთო მოცულობამ რუსეთიდან მილსადენით მოწოდებულ ბუნებრივი აირის მოცულობას გადაუსწრო

მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას კვლავ აგრძელებს, ამიტომ ევროკავშირი მზად უდნა იყოს [გაზის] იმპორტის შესამცირებლად. 

30 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ. სანქციების საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირისთვის რუსული გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა: პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც "არამეგობრულ ქვეყნები" რუსული გაზის შეძენას მხოლოდ რუბლში შეძლებენ. კანონი ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა. რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ გაზპრომმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს

კომენტარები