საქართველო-აშშ

ბარამიძე: დავუშვათ, ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება?

ის სამეული [ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარი] რომ გავიდა ქართული ოცნებიდან, ცხადია ვის ატყუებენ, ჩვეულებრივად ლაპარაკობენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. ისინი ამერიკას პირდაპირ, ღია ტექსტით ლანძღავენ და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტერი და გინდათ, რომ საქართველო ომში ჩაერთოსო. და აი, დავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? რა დღეშია ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება? მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან. რა უნდა გააკეთოს მოღალატეების ხელში დაძაბუნებულმა ქართულმა ჯარმა? ცხინვალისა და სოხუმის ბაზა რაც არის დარჩენილი, ის ეყოფა ამას.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ TV პირველის ეთერში.

კომენტარები