ჰოლივუდი

VARIETY-მ ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობები დაასახელა

Variety

გამოცემა Variety-მ ჰოლივუდის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილს ტომ კრუზი იკავებს. მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ვარსკვლავმა Top Gun 2-ში შესრულებული როლისთვის 100 მილიონი დოლარი მიიღო. თავდაპირველი შეთანხმებით მსახიობის ჰონორარი 12-14 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა კონტრაქტის მიხედვით კრუზი ფილმის შემოსავლიდან პროცენტს იღებს. მეორე ტოპ განმა მსოფლიო კინოგაქირავებაში ამ დროისთვის 1.2 მილიარდი დოლარი მოაგროვა.

მეორე ადგილს უილ სმიტი იკავებს. მსახიობმა ფილმ Emancipation-ისთვის 35 მილიონი დოლარი მიიღო. მესამე და მეოთხე ადგილებს 30-30 მილიონი დოლარით ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი იკავებენ.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ტომ კრუზი (Top Gun: Maverick) – $100 000 000

2. უილ სმიტი (Emancipation) – $35 000 000

3. ლეონარდო დიკაპრიო (Killers of the Flower Moon) – $30 000 000

4. ბრედ პიტი (უსახელო პროექტი ფორმულა 1-ის მრბოლელების შესახებ) – $30 000 000

5. დუეინ ჯონსონი (Black Adam) – $22 500 000

6. უილ ფერელი (Spirited) – $20 000 000

7. კრის ჰემსუორთი (Extraction 2) – $20 000 000

8. ვინ დიზელი (Fast X) – $20 000 000

9. ტომ ჰარდი (Venom 3) – $20 000 000

10. ხოაკინ ფენიქსი (Joker 2) – $20 000 000

კომენტარები