ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 26 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.52 თეთრით. 26 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7886 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8282 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.82 ლარია, ერთი ევროსი - 2.80 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.80 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები