შსს-ს ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის 4 წევრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
"ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს". - წერია განცხადებაში.
დღეს, 29 ივლისს გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ფეთქდება ვერტმფრენი. სამაშველო ვერტმფრენით მედიკოსები და მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც პარაპლანით კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.