დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში დაადასტურა.
"ეს ცვლილება მე დავადასტურე, უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს". - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.
ჯანდაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. მისივე თქმით, გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას. უცნობია, სად გააგრძელებს NCDC-ის ხელმძღვანელი საქმიანობას.
მისივე ცნობით, NCDC-ის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.