სამაშველო ვერტმფრენები

გომელაური ხანძარზე: არ გვაქვს იმის საშუალება, რომ 100 და 200 ვერტმფრენი გვყავდეს

რა თქმა უნდა, ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ჯერ ლოკალიზებული არ არის და მუშაობენ, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და თითქმის ჩამქრალი ხანძარი ახლიდან გაღვივდა და მეორე მთაზე გადავიდა [...] როცა საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს, ერთი ვერტმფრენი მაშინ ჩაერთო. გუშინ ფიზიკურად ვერ იმუშავეს, ოთხჯერ დაასხეს, ისეთი ქარი იყო, რომ ვერტმფრენები ვერ ფრინდებოდა [...] ჩვენ პირადად ახლა დაგვრჩა 5 ვერტმფრენი. 4 დიდი, Mi-8 ტიპის და ერთი პატარა. რაც შეეხება თვითონ ვერტმფრენების მოვლა-პატრონობას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ერთი ვერტმფრენი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს. ის, რომ ჩვენ ახლა დიდი პარკი გვქონდეს და 100 და 200 ვერტმფრენი გვყავდეს, მაგის ფული და საშუალება საქართველოს არ აქვს.

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

კომენტარები