კინოსტუდია Marvel-მა Black Panther: Wakanda Forever-ის მეორე ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც ახალი შავი პანტერა გამოჩნდა.
წინა ფილმში ვაკანდელი სუპერგმირის როლი ჩედვიკ ბოუზმენმა შეასრულა, მსახიობი 2020 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. Marvel-მა მალევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოუზმენს არ ჩაანაცვლებდა.
სიუჟეტის მიხედვით ბოუზმენის გმიტი ტეჩალა დაიღუპა, ხოლო ვაკანდის მცველი და ახალი შავი პანტერა მისი და, შური ხდება.
შავი პანტერის ახალი ნაწილი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გამოვა.