2013 წლის თებერვალში მე მქონდა ძალიან მძიმე ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილთან [...] მან გაცხარების დროს ბევრი რაღაცის თქმა იცის, მეც არ დავუთმე. სულ სამ ადამიანს ვუამბე ამის შესახებ, ერთ-ერთი იყო დავით უსუფაშვილი და მაშინვე ვუთხარი, შარში ვართ-თქო. ეს იყო გამარჯვებიდან 3 თვეში. 2013 წლის თებერვალში გამიჩნდა ეჭვი, რომ ქვეყანა მიდიოდა სხვა მიმართულებით. ეს ეჭვი გამყარებული იყო მასთან [ივანიშვილთან] საუბრის შედეგად. მთელი ეს დაპირისპირება ალასანიასთან, კაბელების საქმე - ეს ყველაფერი იყო მისი ანტიდასავლური, როგორც ახლა აღმოჩნდა, რუსული პოლიტიკა.
ბიძინა ივანიშვილი
გოგუაძე: 2013-ში, ივანიშვილთან საუბრის შედეგად დავეჭვდი, ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდიოდა
tbl.ge/65fe
დაკოპირდა
ამის შესახებ პარტია დროას წევრმა ნინო გოგუაძემ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.
ამავე თემაზე
- "მინდა გავიხსენო ნერუს სიტყვები" – თქვა თუ არა ნერუმ ივანიშვილის ნახსენები ციტატა
- ბილდტი: ივანიშვილის სიტყვები აჩვენებს, ის უძღვება EU-ს ღირებულებებთან გაუცხოებულ რეჟიმს
- ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია NATO-სა და ევროკავშირზე გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს
- ივანიშვილი: გლობალური ომის პარტიამ 2008 წელს საქართველო რუსეთს დააპირისპირა
- ივანიშვილი: 2012 წელს გარედან დანიშნული პოლიტიკოსების გასტუმრებით მისია შესრულებული მეგონა