ტრაგედია ვაკის პარკში

ოდიშარია: კარიკატურა პოლიტიკოსების გადასაყენებელი თბილისის მერი არ გვყავს

აქ არის ლაპარაკი იმაზე, კალაძე გადადგეს თუ არა. კი ბატონო, ბატონი ალეკო ელისაშვილისგან მისაღებია პოზიცია, რომ შეიძლება, ის გვთავაზობს, ხომ არ სჯობს, რომ ვინმე გადადგეს, მათ შორის, თბილისის მერი. ეს მისი პოზიციაა და ამის დაფიქსირების უფლება აქვს. ბატონმა ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ ის არ თვლის საჭიროდ, კალაძე გადადგეს. ყველა პოზიციასა და დამოკიდებულებას მივიღებთ იმ ადამიანებისგან, პოლიტიკოსებისგან თუ უბრალოდ საზოგადოების წევრებისგან, რომლებიც ამ ტრაგედიით გულწრფელად თავზარდაცემული არიან. მაგრამ, ბოდიშს ვიხდი და ჩვენ არ გვყავს იმ მართლა კარიკატურა პოლიტიკოსების გადასაყენებელი თბილისის მერი, რომლებიც შალვა ნათელაშვილის კარიკატურებადაც კი არ გამოდგებიან. რას ნიშნავს ადამიანისთვის რაღაც დანაშაულზე მორალური პასუხისმგებლობის წინასწარ დაკისრება?

თქვენ ხედავთ, რომ ვაკის პარკში მომხდარ უდიდეს ტრაგედიასთან ვინც კი შემხებლობაში იყო, გამოძიებამ არავინ დაინდო. სახელებსა და გვარებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ 2-2 ღამე გაათევინეს დაკითხვაზე. ეს პროცესი ასეც გაგრძელდება და იქამდე მივა, ვიდრე ნამდვილად დამნაშავე არ გამოიკვეთება. დამნაშავემ ერთი გააკეთა და შესცოდა და დამბრალებელმა, შესაძლოა, ასჯერ მეტი. ამ ტრაგედიიდან სამომავლოდ რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ, ერთმანეთს ცოტა მორიდებით მოვეპყროთ. კახი კალაძეს ახლა ყველაზე ნაკლებად აინტერესებს მის თანამდებობრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც თქვენ წამოწიეთ. პირველივე წუთიდან თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით მას არანაირი პრობლემა არ აქვს. მაგრამ, რატომ უნდა ბედავდეს ვიღაც ადამიანი, რომელსაც ქვა-ქვაზე არ დაუდია, რომ 4 შვილის მამას, ამ ქალაქში ბევრისთვის ძალიან პატივსაცემ პიროვნებას წინასწარ მორალური ტვირთი აკიდოს? ეს ასე ვერც მოხდება, იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის სხდომაზე. 13 ოქტომბერს გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.

კომენტარები