2020 წლის მის ინტერნეიშენელის მონაწილეებმა, მარიანა ვარელამ და ფაბიოლა ვალენტინმა იქორწინეს.
ვარელა კონკურსზე არგენტინის სახელით გამოდიოდა, ველენტინ კი – მის პუერტო-რიკოს. ორივე მათგანი კონკურსზე საუკეთესო ათეულში მოხვდა.
მარიანა ვარელა და ფაბიოლა ვალენტინი 28 ოქტომბერს დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილის აღსანიშნავი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
არგენტინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2010 წლიდან არის ლეგალური, ხოლო პუერტო-რიკოში 2015 წლიდან.