აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს

1tv.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ტელე-რადიო წამყვანი და მხატვარი ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა.

ვლადიმერ ტატიშვილი მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს. ის უფლებამოსილების შესრულებას 22 ნოემბრიდან დაიწყებს.

2022 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი მეორედ გამოცხადდა. წინა კონკურსზე ბორდის წევრებმა დირექტორი ვერ აირჩიეს, რადგან ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

კომენტარები