რაც შეეხება სენატორ შაჰინის ამ განცხადებას, ამის შემდეგ, რაც ახლა თქვენ გუშინ თუ გუშინწინ მოგიყევით, რაც გააკეთა ევროპის მაღალჩინოსანმა, თან ევროკომისარმა. ის არ არის ვთქვათ კუბილიუსი, ან რაღაც გარკვეული ჯგუფების მიერ არჩეული, პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრიგოროვები. არა, ის არის დანიშნული ჩინოვნიკი, ევროკომისარი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს. ეს იყო მნიშვნელოვანი დეტალი. ჯინ შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, არასწორი ტაქტიკითა და სტრატეგიით... ამიტომაც არის, დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა დაკარგეს. ასეთი მიდგომის გამო, არასწორი და არასამართლიანი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ის რჩევა, რომელიც სწორ არგუმენტებს ეფუძნება. შაჰინი რომ ახლა ამას მეტყვის, რითი განსხვავდება ის კუბილიუსისგან?
tbl.ge/66te
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში არის დიდი უკუსვლა.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად
- რევოლუციის ბრალდება – კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას აგრძელებს
- სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი კობახიძეს "ამჟამინდელი ტრაექტორიით" შეშფოთებაზე ესაუბრა
- ბოკერია: აშშ-ში ვიზიტზე უარი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ღალატის კიდევ ერთი დადასტურებაა
- კონოლი და სკოტი: აგენტების კანონი პუტინისას ჰგავს და საქართველო გზიდან გადაჰყავს