რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკში უკრაინელების იერიშის შედეგად რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერი როგოზინი დაიჭრა

დმიტრი როგოზინი

ოკუპირებულ დონეცკში მდებარე სასტუმროს უკრაინელების მიერ დაბომბვის შედეგად რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერი და როსკოსმოსის ყოფილი მეთაური, დმიტრი როგოზინი დაიჭრა. ასავე დაშავდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვიტალი ხოცენკო.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, სასტუმროში განთავსებული იყვნენ სამხედრო მრჩევლები. 

როგოზინის თქმით, ის ზურგში, ბეჭის არეშია დაჭრილი. გამოცემა BAZA კი იუწყება, რომ მათი ინფორმაციით, როგოზინი მსუბუქადაა დაჭრილი თავსა და ასევე დუნდულში. 

ე.წ. დსრ-ს მარიონეტი ლიდერის, დენის პუშილინის თქმით, იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

სასტუმრო-რესტორანი შეშ-ბეშის კომპლექსი ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. აქ ტარდებოდა "სამუშაო შეხვედრა", როგორც ეს როგოზინმა თქვა. აქამდე BAZA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგოზინი რესტორანში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა.

როსკოსმოსის ყოფილი მეთაურის თქმით, გასულ 8 წელში შეშ-ბეში იერიშის სამიზნე არცერთხელ გამხდარა.

"ვიღაცამ გასცა ინფორმაცია და დაახლოებით 19:45-ზე მოხდა რამდენიმე მაღალი სიზუზსტის აფეთქება, მათ შრის იმ ადგილთან, სადაც ჩვენ უშუალოდ ვიმყოფებოდით. იყო 120 ან 155 მილიმეტრის კალიბრი". – თქვა როგოზინმა.

კომენტარები