მიხეილ სააკაშვილი

ალასანია: ჩემი შვილი [მიხეილ სააკაშვილი] პატარაობიდან ილია II-ს მრევლი იყო

პირველ რიგში, მინდა, საქართველოს პატრიარქს, უწმინდესს დაბადების დღე მივულოცო. ის ძალიან დიდი პიროვნებაა [...] ჩემი შვილი [მიხეილ სააკაშვილი] ძალიან დიდი ხანი, ფაქტობრივად, პატარაობიდან ილია II-ს მრევლი იყო. შემდეგ უკვე, როცა შესაძლებლობა მიეცა, მან პატრიარქთან ერთად, ეკლესიისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა.

თქვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მისალოცი წერილი გაუგზავნა. 4 იანვარს ილია II-ს 90 წელი შეუსრულდა.

კომენტარები