11 იანვარს, პარიზში Gare du Nord-ის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი ექვს ადამიანს თავს დაესხა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
Reuters-ის ცნობით, თავდამსხმელს პოლიციამ რამდენჯერმე ესროლა. ის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, დანაშაულის მოტივი ცნობილი არ არის. პარიზის პროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია.