რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერგეი ლავროვი დასავლეთის მიდგომას რუსეთისადმი ჰიტლერის "საბოლოო გადაწყვეტას" ადარებს

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შემოიკრიბა ევროპული ქვეყნების კოალიცია „რუსეთის საკითხის“ გადასაჭრელად ზუსტად ისე, როგორც როგორც ადოლფ ჰიტლერი ეძებდა „საბოლოო გადაწყვეტას“ ევროპელი ებრაელების მოსაშორებლად.

”ისინი ომს აწარმოებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იმავე ამოცანით [როგორც ნაცისიტები], [რაც არის] რუსეთის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა”.

"როგორც ჰიტლერს სურდა ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, ახლა, თუ წაიკითხავთ დასავლელ პოლიტიკოსებს [...] ისინი აშკარად ამბობენ, რომ რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უნდა განიცადოს". - უთხრა ლავროვმა მოსკოვში ჟურნალისტებს.

"საბოლოო გადაწყვეტა" იყო ჰიტლერის ჰოლოკოსტის გეგმა, რამაც 6 მილიონი ებრაელის სისტემატური მკვლელობა გამოიწვია.

ლავროვმა, რომელმაც გასულ წელს ჰიტლერის შესახებ გამონათქვამებით საერთაშორისო მღელვარება გამოიწვია, თქვა, რომ ვაშინგტონი იმავე ტაქტიკას იყენებს, როგორსაც ნაპოლეონი და ნაცისტები იყენებდნენ -  ევროპის დამორჩილებას რუსეთის განადგურების მიზნით.

კომენტარები