უაქციზო სიგარეტი

241 639 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებული "უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების და შემდგომი რეალიზაციის მიზნით", თბილისში, სატვირთო მანქანაში ინახავდა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოვიღეთ სხვადასხვა დასახელების, ჯამში 241 639 ლარის ღირებულების 54 918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით" - განაცხადა ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ნინო ზედელაშვილმა.

კომენტარები