მიხეილ სააკაშვილი

ხერხეულიძე: საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს

ჩემი აზრით საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს. შესვლის დროსაც ეგ პოზიცია მქონდა, არსებობს ეს ოქმი, მე და აკო მინაშვილი ვიყავით წინააღმდეგი პარლამენტში შესვლის. ახლაც იგივე აზრზე ვარ. შეწყვეტის, ბოიკოტის დრო არ არის, ეს არის ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, როდესაც ბოიკოტს აცხადებ. დღეს ადამიანზე გვითხრეს რომ ნებადართულია სიკვდილით დასჯა.

ეს ადმიანი არის ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შექმნელი, მეტი ამ ქვეყანაში არაფერი მოხდება. უნდა არსებობდეს რადიკალური ნაბიჯები და ეს ნაბიჯები უნდა ეტყობოდეს ქუჩაში აქტივობას. ბუნებრივია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ქუჩაში, რა თქმა უნდა, არ შეწყდება აქციები, როდესაც ორჭოფული იქნება გადაწყვეტილება, აქციები არ იქნება ისეთი ეფექტური, რომელიც მალე მიგვიყანს დასასრულამდე.

ამიტომ ჩემი სურვილი ეს იქნებოდა, ჩემს ყველა კოლეგას მოვუწოდებ [დატოვონ პარლამენტი]. საქართველოს პარლამენტს აქვს სხვა პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა არის ჩვენი ტვირთი.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე. მანამდე, პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წყვეტს.

კომენტარები