სანდრო სულაბერიძის საქმე

შსს-მ მხატვრის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო

მხატვრის და არტისტის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა წარმოება დაიწყეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-მ დაუდასტურა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე ავტოპორტრეტი სარკესთან, მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

მოქალაქეების ნაწილი შსს-სთვის კვალიფიკაციის შეცვლის თხოვნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. მსურველებს ხელმოწერების დატოვება დღეს და ხვალ ივანე თარხნიშვილის 25 ნომერში, 12-დან 19 საათამდე გალერეაში დედიკას შეუძლიათ.

კომენტარები