სანდრო სულაბერიძის საქმე

მდინარაძე: არარსებული დღისწესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის დაცვა

ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღისწესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს. ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება. აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის. სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა. 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე ავტოპორტრეტი სარკესთან, მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". მხატვრის და არტისტის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა წარმოება დაიწყეს. გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. 

კომენტარები