თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37 000-ს აჭარბებს. აქედან დაახლოებით 5 700 ადამიანი სირიაში დაიღუპა, დანარჩენი - თურქეთში. სამაშველო ოპერაციები გრძელდება - მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. რეგიონში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.