უმუშევრობა

კაცებში უმუშევრობის დონე 17.8%-ს, ქალებში კი 13.8%-ს შეადგენს – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით შემცირდა და 16.1% შეადგინა. 
 

სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 52.7% შეადგინა, ხოლო დასაქმების დონემ - 44.2%.  

დაქირავებულთა წილმა საერთო რაოდენობის 67.8% შეადგინა, თვითდასაქმებულთა კი - 32.2 პროცენტი. 

საქსტატის ცნობით, ქალაქში უმუშევრობის დონე 16.4%-ს, ხოლო სოფლად უმუშევრობის მაჩვენებელი 15.5%-ს შეადგენს.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.1%-ით, ხოლო კაცებში - 2.8 პროცენტული პუნქტით. კაცებში უმუშევრობის დონე 17.8%-ს შეადგენს, ქალებში კი - 13.8 პროცენტს.

კომენტარები