აშშ

ბრუკლინის პარკში ალიგატორი "გოძილა" დაიჭირეს

ნიუ იორკის პარკის ტბაში 123 სანტიმეტრის სიგრძის ალიგატორი დაიჭირეს

ქვეწარმავალი, რომელსაც მეტსახელად "გოძილა" შეარქვეს, 20 თებერვალს ბრუკლინის პარკის თანამშრომლებმა შენიშნეს. ისინი პარკის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ, რომლებმაც მოგვიანებით, ქვეწარმავალი ბრონქსის ზოოპარკში გადაიყვანეს. 

ალიგატორები ძირითადად ბინადრობენ აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთით, თბილი კლიმატის შტატებში, როგორებიცაა ფლორიდა და ლუიზიანა.

NYC Parks-ის ცნობით, იმის გამო, რომ იმ დროისთვის ნიუ იორკში დაბალი ტემპერატურა, 9 გრადუსი ფიქსირდებოდა, ხოლო ქვეწარმავალი სიცივეს შეჩვეული არ არის, იგი სიცივისგან შოკირებული და ლეთარგიული იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა ალიგატორი ტბაში, თუმცა ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, არ გაუშვან ცხოველები ქალაქის პარკებში. 

BBC-ის ცნობით, ბრუკლინის პარკის რეინჯერებს ცხოველების საკითხზე ყოველწლიურად დაახლოებით 500 საჩივარი შესდით.

კომენტარები