რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მნიშვნელოვანია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევა – მედვედევი

უკვე ერთი წელია, რაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ერთი წელია, რაც ჩვენი სამხედროები ჩვენს მიწაზე წესრიგის აღდგენისთვის, მშვიდობისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან, რათა დაიცვან ჩვენი ხალხი და გაანადგურონ ნეონაციზმის ფესვები. გამარჯვება ჩვენი იქნება. გვსურს ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს და ეს დღეც დადგება. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და საიმედოდ დავიცავთ ჩვენს ხალხს, ვინც დაზარალდა გენოციდისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ გამოვლილ წლებში.

ამას მოჰყვება მოლაპარაკებები, რაც დარწმუნებული ვარ, მარტივი არ იქნება. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენი მტრის მხრიდან მოლაპარაკებების ფორმალური მონაწილე ერთია, ხოლო რეალური ლიდერები სულ სხვა არიან. კიევის რეჟიმისთვის გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ვიღაც ზელენსკის მაგვარი არ მიიღებს, თუნდაც ის და მისი კლანი ამ დროისთვის კიდევ ცოცხლები იყვნენ. გადაწყვეტილებას ოკეანის მიღმა მიიღებენ ისინი, ვის ხელშიც კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის ეკონომიკის ნაშთების შესანარჩუნებლად ფულის გამოყოფაა. 

ძალზე მნიშვნელოვანია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევა. შეძლებისდაგვარად საზღვრები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება, რაც შეიძლება შორს უნდა გადავწიოთ, თუნდაც ეს იყოს პოლონეთის საზღვრებამდე.

ამბობს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram-ზე.

კომენტარები