ეს იქნება ძლიერი ფანარი, რომელიც გაანათებს ბნელ ზრახვებს თუკი ასეთი არსებობს.
სუბარი აგენტების კანონზე: იქნება ძლიერი ფანარი, გაანათებს ბნელ ზრახვებს თუ ასეთი არსებობს
ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი სოზარ სუბარი.
ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაიცების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.
ამავე თემაზე
- შეგვიძლია, ევროპას დავეხმაროთ, თავი დააღწიონ აგენტოკრატიას - ივანიშვილის დეპუტატები
- პარტია "ხალხის ძალის" დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს
- მაჭარაშვილი: ხალხისგან წამოვიდა თხოვნა, პოლიტიკურ პარტიად ხომ არ ჩამოყალიბდებითო
- ხალხის ძალა: ყველაფერს ვიზამთ, 2008 წლის დანაშაულები გამოვიძიოთ და დამნაშავეებმა აგონ პასუხი
- ხალხის ძალა: გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ სტატუსს მოგვცემენ, თუ ენმ-ს დავაბრუნებთ