მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა

მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილმა პრინციპული მეტოქე, დივიზონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. 

ბრძოლა 5 რაუნდის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველ მებრძოლს დიდი უპირატესობა ჰქონდა. მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონის ქამარს მხოლოდ ერთი ბრძოლა აშორებს. 

"მე დღეს ძალიან ამაყი ვარ. ეს ჩემთვის ძალიან პირადულია. მე ძალიან ვეცადე, ბევრი ვიშრომე და ვაჩვენე მთელს მსოფლიოს ვინ არის ახლა ნული... რა თქმა უნდა, მე გავხდები ჩემპიონი... მე ომის წინააღმდეგი ვარ, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება თავისუფლებას".- თქვა დვალიშვილმა. 

 

კომენტარები