რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დასრულებისთანავე უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს – კრიშიანის კარინში

ლატვიის პრემიერმინისტრი კრიშიანის კარინში

ლატვიის პრემიერმინისტრის, კრიშიანის კარინშის თქმით, საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთანავე უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს.

"ერთადერთი გზა რუსეთის შესაკავებლად უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაა, რასაც თან მოჰყვება ყველა ის უსაფრთხოების გარანტი, რომელიც ამ პროცესს თან სდევს". - აღნიშნა ლატვიის პრემიერმინისტრმა. 

კრიშიანის კარინშის თქმით, პარტნიორების მხარდაჭერით უკრაინა ამ ომს მოიგებს. საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ვერ მოხერხდება, ვინაიდან ეს ალიანსის წევრი ქვეყნების ომში ჩართვასაც ნიშნავს.

კომენტარები