ავტოავარია

ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები