ავტოავარია

ავტოავარია საგარეჯოში - დაიღუპა 1 ქვეითი, დაშავდა მანქანაში მყოფი 6 არასრულწლოვანი

საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ავტოავარია მოხდა - დაიღუპა 1 ქვეითი, ხოლო ავტომანქანაში მყოფი 6 მოსწავლე დაშავდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სკოლის მოსწავლე მართავდა - მან საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და დაეჯახა ქვეითს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ავტომანქანა ხეს შეეჯახა, შედეგად მძღოლი და მგზავრები, რომლებიც ასევე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, დაშავდნენ.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები