სასამართლო სისტემა

ბოკერია სასამართლო კლანის სანქცირებაზე: უპრეცედენტო რამე მოხდა

უპრეცედენტო რამე მოხდა, ივანიშვილის რეჟიმი თავისი ანტიდასავლური, ანტიქართული პოლიტიკით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა იქამდე, რომ დღეს მისი მსახური სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები არიან სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან, ქართველი ხალხის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ყველაზე ძლიერი დემოკრატიის, შეერთებული შტატების მხრიდან.

ეს ადასტურებს იმას, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და ამასთან ერთად, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეა ჩვენთვის ეს რეჟიმი, იმიტომ, რომ ის გვაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, თუ არ შევცვლით ამ რეჟიმს, ეს იზოლაცია მხოლოდ გარღმავდება და დაგვტოვებს მარტო, რუსული საფრთხის წინაშე, ისე როგორც ეს ჩვენ მოგვივიდა 90-იანებში, ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ, ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს დემოკრატიული გზით, პროდასავლური, დემოკრატიული მთავრობით.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე.

კომენტარები