ენმ

ხაბეიშვილი: ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ექსპერტობს, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან

რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის  მოთხოვნის პარალელურად დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება. რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო. ამერიკის შეერთებული  შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად რუსული ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს. უმნიშვნელოვანესია კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ  ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინაააღმდეგ და მეტიც რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის.

ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან... ვიღაცეები პირდაპირ ქოცების, რუსული ოცნების მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის - მათი არჩევანი და ნებაა. რეალურად ნაციონალური მოძრაობა არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რუსული ოცნების დასრულება - აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად. 

ამასობაში რუსული ოცნება, რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმიან 9 აპრილის აქციას. მსურს  ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს გადავუხადო მადლობა ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.  

"დღეს თქვენ აქ ნახეთ, მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. თქვენ ნახეთ პოლიტიკური ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს - ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია". - თქვა ხაბეიშვილმა გუშინ, 9 აპრილს გამართულ აქციაზე. მის განცხადებას ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. 

კომენტარები