რუსეთის ჯაშუშები

რუსეთის ხომალდები ჩრდილოეთის ზღვაში სადაზვერვო მისიით მოქმედებენ – სკანდინავიური მედია

Morten Kruger

სკანდინავიის ქვეყნების მედია საშუალებები ერთობლივი გამოძიების შედეგების საფუძველზე ამტკიცებენ, რომ რუსეთმა ჩრდილოეთის ზღვაში სპეციალური სადაზვერვო სისტემა შეიმუშავა. სათევზაო ნავებად და სამეცნიერო მიზნით მოქმედ გემებად შენიღბული საჯაშუშო ხომალდები რუსეთს ელექტროსადგურებსა და საკომუნიკაციო არხებზე თავდასხმის შესაძლებლობას აძლევს. 

დანიის კონტრდაზვერვის ოფიცრის მტკიცებით, ეს არის დივერსიული სტრატეგია, რომელსაც რუსეთი დასავლეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში მიმართავს. 

მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ნორვეგიის მედია, NRK და შვედეთის SVT იუწყება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 50-მდე ნავი წყალქვეშა სათვალთვალო აღჭურვილობის დახმარებით ინფორმაციას აგროვებდა და პოტენციური დივერსიისთვის შესაბამის ადგილებს ნიშნავდა. 

აღნიშნულ ჯაშუშურ სქემასთან დაკავშირებით დაანონსებულია პირველი მოცულობითი მოხსენების გამოქვეყნება.  

ამასთან, 18 აპრილს დანიის მთავრობამ გაავრცელა დოკუმენტები, სადაც ნახსენებია, რომ Nord Stream-ის აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, დანიის სანაპიროსთან თავდაცვის სამსახურმა რუსული ხომალდები შენიშნა და ამის ამსახველი 112 ფოტო მოიპოვება. 

კომენტარები