რუსეთის ჯაშუშები

გერმანიის მოქალაქე რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

Michael Kuenne/Zumapress/picture alliance

გერმანიის პროკურატურის ცნობით, გერმანიის მოქალაქე რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ცნობით, დაკავებული პირი გერმანიის თავდაცვის უწყებაში მუშაობდა და რუსულ მხარეს სტრატეგიულ ინფორმაციას აწვდიდა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირი რამდენჯერმე ეწვია რუსეთის საელჩოს ბერლინში და რუსეთის საკონსულოს ბონში. 

ბრალდებული გერმანიის ქალაქ კობლენცში დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებამდე ის სტუმრობდა რუსეთის საკონსულოს ბონში, რომელიც კობლენციდან 54 კილომეტრში მდებარეობს. 

პროკურატურის განცხადების მიხედვით, დაკავებულმა პირმა 2023 წლის მაისიდან საკუთარი ნებით განახორციელა ვიზიტები რუსეთის საელჩოში და რუსულ მხარეს თანამშრომლობა შესთავაზა. ბრალდებული გერმანული თავდაცვის უწყების აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში მუშაობდა და სავარაუდოდ, ის რუსეთის საელჩოს საკუთარი სამუშაოს შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის მხრიდან უფრო ფარული და აგრესიული ჯაშუშური ოპერაციები, მათ შორის აგრესიული აქტივობები კიბერსივრცეში არის მოსალოდნელი. 

კომენტარები