კვიპროსი

კვიპროსში რუსეთის კულტურის ცენტრში ხანძარია, მომსწრეთა თქმით, შენობას მოლოტოვი ესროლეს

ხანძარი კვიპროსში, რუსული კულტურის ცენტრთან

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში რუსეთის კულტურისა და მეცნიერების ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. როგორც მედიებში წერენ, მომსწრეების თქმით, შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. 

"ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, იწვის კედელი და სახურავი. ხალხი ევაკუირებულია. პოლიციამ შენობა შემოსაზღვრა, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. მომსწრეთა თქმით, შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს". – თქვა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ცენტრის ხელმძღვანელმა, ალინა რადჩენკომ.

კომენტარები