ავთანდილ ხურციძე

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე თავისუფალია

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე თავისუფალია. ამის შესახებ ის ინფორმაციას საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.

"დავბრუნდი". – წერს ხურციძე. 

2018 წელს, ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს რეკეტსა და თაღლითობაში.

2017 წელს ამერიკაში რუსულ კრიმინალურ სინდიკატთან თანამშრომლობისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების 27 მოქალაქე დააკავეს, მათგან 15 ქართველი იყო.

სპეცოპერაცია FBI-იმ, აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულებამ, ასევე ნიუ იორკის და სხვა ქალაქების პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა. დაკავებულებს შორის იყო ორი ქართველი ათლეტი: მოკრივე ავთანდილ ხურციძე და MMA მებრძოლი ლევან მაყაშვილი. ასევე რამდენიმე ე.წ კანონიერი ქურდი.

პროკურატურის განმარტებით, ხურციძე იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, რომელსაც რაჟდენ შუალაია ხელმძღვანელობდა.

2021 წლის 6 სექტემბერს ხურციძე წერდა, რომ ის საპატიმროს ვადაზე ადრე, 14 სექტემბერს დაროვებდა.

კომენტარები