სროლა ტეხასში

კაცი, რომელმაც 5 მეზობელი მოკლა, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

5 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული კაცი, ფრანცისკო ოროპესი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. პოლიციის ცნობით, ის ერთ-ერთ შენობაში, კარადაში იმალებოდა. 

28 აპრილს, ტეხასში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის თქმით, კაცმა 5 მეზობელი მას შემდეგ მოკლა, რაც მათთან ნახევრად ავტომატური იარაღის გამოყენების გამო იკამათა.

ადგილობრივი შერიფის, გრეგ კაპერსის თქმით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვი და ორი ქალია, რომლებიც გადარჩენილი ბავშვების ზევიდან იწვნენ. შერიფის თქმით, ისინი ბავშვებზე ზრუნვას და მათი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის ინციდენტები აშშ-ში ბავშვებისა და მოზარდების სიკვდილის მთავარი მიზეზია.

კომენტარები